პოლონელ ექიმებს წინდებით და ფეხსაცმელებით გამოტანილი მასალა, სამეცნიერო თუ ოკულტური მიზნებისთვის უნდოდათ, ვერ გეტყვით - ამის შესახებ კლინიკა „ვივამედის“ გენერალური დირექტორი, ნინო ნადირაძე სოციალურ ქსელში წერს.
„პროტოკოლის დაცვით აღებული იყო მასალა ( აიღეს თავად პოლონელებმა ვივამედის ექიმების თანდასწრებით), დაილუქა, 1 კონტეინერი წაიღეს პოლონელმა ექიმებმა, მეორე დარჩა კლინიკაში, რომელსაც ჩვენ გავაგზავნით კვლევაზე🙏 წინდებით და ფეხსაცმელებით გამოტანილი მასალა აიღეს მოწმეების გარეშე) რად უნდოდათ, სამეცნიერო თუ ოკულტური მიზნებისთვის, ვერ გეტყვით“,- წერს ნინო ნადირაძე.
პენიტენციურმა სამსახურმა დღეს გაავრცელა ვიდეოკადრები, სადაც ასახულია, რომ ერთ-ერთმა პოლონელმა ექიმმა მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილისგან აღებული ნიმუში გადაახვია ქაღალდში და ცდილობდა მის მალულად გატანას ფეხსაცმლის მეშვეობით.