„ვივამედის“ გენერალურმა დირექტორმა, ნინო ნადირაძემ „ქრონიკაში“ სატელეფონო ჩართვის დროს განაცხადა, რომ ალეკო ელისაშვილს ჩაუტარდა ყველანაირი სამედიცინო შემოწმება და მის ჯანმრთელობას არანაირი საფრთხე არ ემუქრება.
„გაეწერა, ჩაუტარდა კლინიკურ-ლაბორატორიული და ინსტრუმენტული კვლევები. მწვავე ტრავმული დაზიანება არ არის ნანახი. თავის არეში ტრავმა გონების კარგვის ეპიზოდს არ აღნიშნავდა“, - აღნიშნა ნინო ნადირაძემ.
ჟურნალისტის კითხვაზე, ნეკნების მოტეხილობა თუ აღენიშნებოდა, ნინო ნადირაძემ აღნიშნა, რომ მსგავსი არაფერი ყოფილა.
ალექსანდრე ელისაშვილს ალი ბაბაევზე თავდასხმის გამო 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.