სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, აჭარის დეპარტამენტის ინსპექტორებმა სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში არაგეგმურად შეამოწმეს ფიზიკური პირი ა. ჩ.-ის (მისამართი: ბათუმი, ბაგრატიონის 113 ა)  ხორცპროდუქტების საწარმო და გამოვლენილი დარღვევების გამო საწარმოო პროცესი შეუჩერეს.

ინსპექტირების პროცესში  დადგინდა, რომ ბიზნესოპერატორი ხორცპროდუქტების (მათ შორის შებოლილი ხორცპროდუქტების) წარმოებას, გადამუშავებასა და დისტრიბუციას სურსათის უვნებლობის მოთხოვნების დარღვევით,  ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციისა და სავალდებულო აღიარების გარეშე ახორციელებდა.

კანონმდებლობის შესდაბამისად,  ბიზნესოპერატორი დაჯარიმდა და  საწარმოო პროცესი შეუჩერდა.

სურსათის ეროვნული სააგენტო სახელმწიფო კონტროლს ყოველდღიურ რეჟიმში ახორციელებს. - ნათქვამია სესის გავრცლეებულ ინფორმაციაში