კლინიკა "ვივა მედის" გენერალური დირექტორი ნინო ნადირაძე, სადაც მსჯავრდადებული საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მკურნალობის კურსს გადის, სოციალურ ქსელში წერს, რომ ექსპრეზიდენტის ადვოკატი ექთანს იბარებს და ეუბნება მოწმეების და დასაჭერების სიაში უნდა შეგიყვანოთ.
"ადვოკატი იბარებს ექთანს პალატაში, როცა მისი მორიგეობა დასრულებულია, ართმევს პირად მონაცემებს, სიაში უნდა შეგიყვანო მოწმეებისო და დასაჭერებოსაცო, ეს ნორმალურია? ღმერთო, გაძლება მოგვეცი სიკეთე დასჯადია?!" - წერს ნინო ნადირაძე.