ყოფილი სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია სოციალურ ქსელში ტელეწამყვანის, მარიამ გულედანის ირგვლივ მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება და ამბობს, რომ ჰაგიოგრაფიულ ნაწარმოებებს მხატვრული ღირებულებები ნაკლებად გააჩნია.
"მთელი ქართული ჰაგიოგრაფია იმაზეა, როგორ სწირავს თავს ადამიანი ღირსებისთვის, რწმენისთვის, თავისუფალი არჩევანისთვის, თანასწორობისთვის; როგორ მიდის ის ქცევის დამკვირდებული ნორმების და ძალაუფლების წინააღმდეგ, როცა შეუძლია უზრუნველად და არხეინად იცხოვროს.
საკამათო იმაზეა, როგორ უნდა ისწავლებოდეს და არა უნდა ისწავლებოდეს თუ არა და ამ ახალგაზრდამ Mariam Guledani თავისი თამამი და კრიტიკული მოსაზრებებით ეს დისკუსია გახსნა. ნუ გავხდებით პროპაგანდის მიერ მოწოდებული ლუკმების ბრმა მომხმარებლები.
პ.ს. მე მიყვარს ჰაგიოგრაფია, განსაკუთრებით “შუშანიკის წამება”, სხვების მხატვრულ ღირებულებებზე რა გითხრათ, ალბათ გარკვეული ეპოზიდებია ამ მხრივ მხოლოდ საინტერესო."