“მზე ჩასვლის შემდეგაც რჩება მნათობად!”♥️ ძალიან რთული დღე გვაქვს, ემოციურად ურთულესი, დააკავეს ჩვენი შვილის მკვლელობის საქმეში დამკვეთებად დასახელებული ძმები(ეს ინფორმაცია ჩვენთვის ცნობილია მკვლელი ჭელიძის და მკვლელი კაველაძის აღიარებიდან) ძმებმა კიდევ ერთხელ გამოიჩინეს თავი, და გასროლით ამცნეს ქალაქის შუაგულს აქ ვართ არსად წავსულვართ დაიჩოქეთო. არა შვილებო არა! ვერ დაგიჩოქებთ და თქვენ ნამდვილად მოგიწევთ დაჩოქება უფლის წინაშე. " - ამის შესახებ თბილისში მოკლული ნიკო კვარაცხელიას დედა იზო ომაძე სოციალურ ქსელში წერს.
"ვიმედოვნებ ეყოფა შესაბამის ორგანოებს გონი და იარაღის უკანონო შენახვა ტარებას კი არა ნიკოს ამბავს მოჰკითხავენ საფუძვლიანად, თქვენ კი შიშს დამონებულო კემბრიჯ - ვებსტერელო ახალგაზრდებო ნუღარ შეგეშინდებათ და მოჰყევით რას გაიძულებდნენ ძმები, რას განიხილავდით ხუთდღიანი სტუმრობისას ერევანში! სანამ ძმებს გაუღიათ პირი ითანამშრომლეთ პროკურატურასთან, თქვენი ყურში ჩურჩული არავის სჭირდება და მოჰყევით თამამად ან თუნდაც დედების თანდასწრებით!!!" - წერს იზო ომაძე. ოფიციალურად შსს არ ადასტურებს, რომ ძმები ნიკო კვარაცხელიას მკველელობის საქმის გამო არიან დაკავებული. როგორც "აიპრესს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ძმები კაკულიები სსხლის სამართლის კოდექსისი 236-ე მუხლით დააკავეს, რაც ცეცხლსასორილი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა და ტარებას გულისხმობს. ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ თბილისში, არაყიშვილის ქუჩაზე მომხდარი შეიარაღებული თავდასხმის ფაქტზე ძმები - გუგა და დათა კაკულიები დააკავეს. სერგი ქურთიაშვილი და გიორგი კაჭკაჭიშვილი ავტომობილში სხდებოდნენ, როცა ნიღბიანები, რომლებიც მოტოციკლით გადაადგილდებოდნენ მათ თავს დაესხნენ. შეგახსენებთ, 22 წლის ნიკო კვარაცხელიას ჯგუფურად განზრახ მკვლელობაში ბრალდებულ ჭელიძეს 17 წლით, ხოლო კაველაძეს 16 წლით პატიმრობა მიესაჯა