თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე ნატა ნაზღაიძეს არ დავპატიჟებთ „რუსთავი 2“-ის დაბადების დღეზე, - ამის შესახებ „აიპრესთან“ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ განაცხადა.
„ხვალ ვიქნებით ერთად ყველანი, ისევე როგორც მომავალ ამ დროს, მიუხედავად ნატა ნაზღაიძისა. მას არ დავპატიჟებთ დაბადების დღეზე. ხოლო ეს ხელისუფლება კიდევ არ იქნება მომავალ წელს ჩვენს დაბადების დღეზე", - განაცხადა "აიპრესთან" გვარამიამ.