ამის შესახებ, სოციალურ ქსელში სამაუწყებლო კომპანია "მთავარრი არხის" დამფუძნებელი ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში წერს.
“ კალაძის ბრიფინგს ერთადერთი შინაარსი ქონდა:  7 საათზე ვიკრიბებით აქციაზე რუსთაველზე. ქართული ოცნება” კომ(ა)ოშია თუ კომო-ციო აქვს, არ ვიცი, მარა დამთავრდა. უბრალოდ, დღეს 7-ზე, თავები დავათვლევინოთ. ესე ურჩევნია. დიპკორპუსს დავაკვირდებოდი სახეებზე უღრმესი სიამოვნებით: წინასწარ მორგებული აპლომბი როგორ ჩამოეშალათ ნატეხ-ნატეხ, გამხმარი თიხასავით, სანამ კალაძე ბოდავდა და იმათ უთარგმნიდნენ." - წერს ნიკა გვარამია. შეგახსნებთ, დღეს ოპოზიცია საპროტესტო აქციას და პარლამენტის სამივე შესასვლელის პიკეტირებას გეგმავს. ცნობისთვის, საპარლამენტო უმრავლეოსობი წევრი აკაკი ზოიძე 2020 წელს პროპორციული არჩევნების ჩატარებაზე რეფერენდუმს ითხოვდა თუმცა, დღესკახა კალაძემ განაცხადა, რომ რეფერენდუმზე არ იქნება და  2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პროპორციული წესით ჩატარების თემა დახურულია