ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევის შედეგების თანახმად, გამოკითხულთა უმეტესობას პოლიტიკური გადაწყვეტილება მიღებული არ აქვს – 47% მხარს არც ერთ პარტიას არ უჭერს.
ამასთან, კითხვაზე, რომელი პოლიტიკური პარტია დგას თქვენს შეხედულებებთან ყველაზე ახლოს? – 19% პასუხობს, რომ ასეთი „ქართული ოცნებაა”.
13% პასუხზე უარს ამბობს;
6% ამბობს, რომ არ იცის;
4% ასახელებს „ნაციონალურ მოძრაობას”;
სხვა პარტიები – 12%.
NDI-ის კვლევების თანახმად, უმრავლესობის აზრით, მათ ინტერესებს არცერთი პარტია არ ემსახურება.
კითხვაზე, არის თუ არა ერთი პარტია მაინც, რომელიც თქვენს ინტერესებს გამოხატავს? – პასუხები ასე განაწილდა:
დიახ – 29%;
არა – 62%;
არ ვიცი – 7%;
უარი პასუხზე – 2%.
კვლევა 14 ოქტომბრიდან 4 ნოემბრამდე ქვეყნის მასშტაბით ჩატარებულ, საქართველოს ზრდასრული მოსახლეობის წარმომადგენლობით პირისპირი გამოკითხვის შედეგებს ემყარება (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). ოქტომბერში ჩატარებული გამოკითხვა სულ 2,068 დასრულებულ ინტერვიუს მოიცავს. საშუალო ცდომილების ზღვარი კვლევაში +/- 2,2 პროცენტია.