ნანუკა ჟორჟოლიანი: ახალი სეზონიდან ახალი გადაცემით დავბრუნდები, ამ დროის გეგმებით შევხვდებით რ2-ზე

1564492158
ჟურნალისტი ნანუკა ჟორჟოლიანი სოციალურ ქსელ Facebook-ის გვერდზე წერს, რომ ტოქშოუ "ნანუკას შოუ" იხურება, თუმცა ახალი სეზონიდან სავარაუდოდ, ისევ "რუსთავი 2"-ზე ახალი გადაცემა გავა, რომელიც სოციალური თოქ-შოუ იქნება.
"ოქტომბერში ნანუკას შოუ 10 წლის ხდება, რაც ნიშნავს იმას, რომ ამ გადაცემიდან უნდა დაგემშვიდობოთ. სულ სხვა ფორმატით ვაპირებდი ამის გაკეთებას. ახალი სტუდიიდან, ახალი გადაცემიდან, მაგრამ რადგან მედიაში ამბავმა გაჟონა, დაჩქარდა საიდუმლოს გამხელა.
ახალი სეზონიდან ახალი გადაცემით დავბრუნდები ეთერში. სწორედ იქ მოგიყვებით, გადაწყვეტილების მიღება გამიჭირდა, თუ არა და სწორედ იქ გადაგიხდით მადლობას 10 წლიანი ერთგულებისთვის.
ახალი გადაცემა იქნება სოციალური თოქ-შოუ, ექნება სხვა სახელი, სხვა სტუდია, იქნება პირდაპირი ეთერი, იქნება იგივე წამყვანი-იგივე ენერგიით.
ამ დროის გეგმებით, შევხვდებით რ2-ზე. თუ რამე არ შეიცვალა. თუ შეიცვალა, არც ეგაა პრობლემა. ყოველთვის ვნახავ ადგილს, სადაც თქვენთან შეხვედრას მოვახერხებ",-წერს ნანუკა ჟორჟლიანი სოციალურ ქსელში.