გლდანის რაიონის გამგეობა საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას აგრძელებს. 

ამჯერად, შესაბამისი სამუშაოები მუხიანის აგარაკებზე, ჩხარის ქუჩაზე 2 000 კვადრატულ მეტრამდე ფართობზე მიმდინარეობს. აღნიშნულისთვის გამგეობის ბიუჯეტიდან  დაახლოებით, 75 000 ლარი დაიხარჯება.

საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება ამავე დასახლებაში კიდევ ერთ მისამართზე - სამეგრელოს ქუჩაზეც მიმდინარეობს.

გლდანის რაიონის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი ბესიკ კალაძე მიმდინარე სამუშაო პროცესს ადგილზე გაეცნო.