წყურვილის გამო მიუსაფარი ძაღლი შადრევანში ჩახტა - პატრულის ორმა არაჩვეულებრივმა თანამშრომელმა მშენებლობიდან ფიცარი მოიტანა და ძაღლი ამოიყვანეს, - ამის შესახებ მოქალაქე ინა მაისურაძე სოციალურ ქსელში წერს.

„მოკლედ ისევ ის პრობლემა 🥴 წყურვილის გამო მიუსაფარი უბნის ძაღლი პუშკინის სკვერში ფანტანში ჩახტა. ეს იმიტომ მოხდა რომ ბოროტი ადამიანები ჩვენს მიერ დადებულ წყლის კონტეინერებს ურნაში გვიყრის.
მივედი პატრულთან, გამოვიძახე მონიტორინგიც. მაგრამ მათი მოსვლა საჭირო აღარ იყო. ამ ორმა 🧑‍✈️🧑‍✈️ არაჩვეულებრივმა პატრულის თანამშრომლებმა არ დაგვტოვეს უყურაღებოდ ,წავიდნენ ,მშენებლობიდან მოიტანეს ფიცარი და ამოიყვანეს ძაღლი❤️👏👏❤️  ყველა ასეთი კარგი ადმიანი დალოცოს ღმერთმა ♥️“,- წერს ინა მაისურაძე.