„ცე“ ჰეპატიტის პროგრამა არის ძალიან წარმატებული და ვისურვებდი, რომ „ბე“ ჰეპატიტიც და ამისთვის არ დააკლებს მცდელობას მთლიანად ჯანდაცვის სისტემა, მათ შორის ჩვენი კლინიკები, რომელიც ამ პროგრამის განხორციელებაში არიან ჩართულები, - განაცხადა „დღის ქრონიკაში" ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ.

„მე მინდა, რომ „ბე“ ჰეპატიტის პროგრამა ისეთივე წარმატებული იყოს, როგორიც არის „ცე“ ჰეპატიტის. დღეს უკვე 120 000-დან 87 00 პაციენტი განკურნებულია. ეს ნიშნავს იმას, რომ 87 000 ადამიანს, უახლოესი რამდენიმე წლის პერსპექტივით შეუნარჩუნდა სიცოცხლე. არა თუ ჯანმრთელობა გაუუმჯობესდათ, არამედ შეუნარჩუნდათ სიცოცხლე. იმავდროულად ეს ნიშნავს იმას, რომ 87 000 ადამიანის შემთხვევაში ისინი აღარ არიან ამ ვირუსის მატარებლები და აღარ ვრცელდება ეს დაავადება და ესეც რა თქმა უნდა, უზარმაზარი წარმატებაა.

მინდა ასევე წარმატებული იყოს „ბე“ ჰეპატიტის პროგრამა და ამისთვის, რა თქმა უნდა არ დააკლებს მცდელობას მთლიანად ჯანდაცვის სისტემა და მათ შორის ჩვენი კლინიკები, რომლებიც ამ პროგრამის განხორციელებაში არიან ჩართულები. ბატონი თენგიზ ცერცვაძის სახელს ატარებს კლინიკა. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ეს პროგრამა ძალიან სწრაფად შეძლებს შედეგის მოტანას.

დიდი ხანი არ არის, რაც ჩაეშვა ეს პროგრამა განხორციელებაში. ამ დროისთვის საკმაოდ დიდია ინტერესი. აქაც ვისარგებლებ შემთხვევით და ყველას მოვუწოდებ, რომ ვისაც აქვს „ბე“ ჰეპატიტთან დაკავშირებული პრობლემა, მიმართონ შესაბამის კლინიკას. მათთვის მკურნალობა აბსოლუტურად უფასოა. სამწუხაროდ, ეს არ არის დაავადება, რომელიც სრულად განკურნებადია, თუმცა ისეთ რემისიაში გადაყვანადია, რომელიც აბსოლუტურად ანეიტრალებს რისკს ადამიანის ჯანმრთელობისა და სიცოცხლისთვის“,- აღნიშნა სარჯველაძემ.