ოპონენტების არგუმენტებს ყავლი გაუვიდა. ფასიც დაკარგეს, დაძველდნენ. აღარაფერში წერია ეს. მივიდნენ და დაელაპარაკონ უბრალოდ იმ ადამიანებს, ვინც სარგებლობს და ბენეფიციარია ისეთი პროგრამების, როგორიც არის მაგალითად, სოციალურად დაუცველების დასაქმება, - ასე გამოეხმაურა „დღის ქრონიკასთან“ საუბრისას ჯანდაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე, სოციალური მხარდაჭერის პროგრამასთან დაკავშირებით ოპონენტების კრიტიკას, რომ სოციალურად დაუცველი მოსახლეობის დასაქმება წინასაარჩევნო მოსყიდვის ფარგლებში კეთდება.
„რეალურად, ამის მიზანი და დანიშნულება გახლავთ ის, რომ ამ ადამიანებმა შეძლონ და რაღაცნაირად მოახერხონ, რომ გავიდნენ ღია ბაზარზე, დასაქმდნენ. ადამიანები, რომლებსაც ატროფირებული ჰქონდათ ის უნარ-ჩვევები, რომელიც მათ დასაქმებაში დაეხმარებოდათ ამის განვითარების რეალური შესაძლებლობაა ეს. ამიტომ როგორ შეიძლება ამის თქმა და კრიტიკა იმის, რომ რეალურად, გვაქვს ამოცანად, რომ ადამიანები, რომელსაც თუნდაც ამ სოციალური მხარდაჭერის პროგრამით ვასაქმებთ, შემდეგ მათ უჩნდებათ და ცოტა არ არის რიცხვი ადამიანებისა, ათასობით არიან ეს ადამიანები, რომლებმაც შეძლეს ღია ბაზარზე დასაქმება“, - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.
მისი თქმით, ეს პროგრამა სიღარიბის შემცირებას ისახავს მიზნად. მინისტრის განცხადებით, ადამიანებს ეძლევათ საშუალება შეძლონ საკუთარი თავის რეალიზება.
„ძალიან გვინდა, რომ ადამიანები, რომლებიც დღეს სამსახურს ვერ პოულობენ სხვადასხვა მიზეზთა გამო, მათ შეიძინონ ისეთი უნარ-ჩვევები პროფესიული, რომლის მეშვეობითაც მოთხოვნადი პროფესიებზე გათვლილი პირები გახდებიან. სახელმწიფო ერთის მხრივ, სთავაზობს განათლებას, მეორეს მხრივ, მხარს უჭერს, რომ მათ შორის თუნდაც სამუშაო დისციპლინის უნარ-ჩვევების გამომუშავება მოხდეს და შემდგომ ადამიანი ახერხებს, რომ ე.წ. ღია ბაზარზე იპოვოს დასაქმების შესაძლებლობა. ეს ძალიან წარმატებული პროგრამაა“, - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.