გაგვიჭირდება ყველას, ჩვენი უსაყვარლესი პატრიარქის გარეშე - სხვანაირი იქნება ხვალიდან საქართველო, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

„გულწრფელად, ვუსამძიმრებ სრულიად საქართველოს, ყველა ამ ქვეყნის გულშემატკივარს, ამ უზარმაზარ დანაკარგს. ღმერთმა სასუფეველი დაუმკვიდროს პატრიარქს და ღმერთმა აცხონოს.

დღეს, საღამოს დაახლოებით 9 საათზე დაიწყო სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანმა ფუნქციებმა გაუარესება. ეს ყოველ წუთს მოსალოდნელი იყო. სწორედ ამაში მდგომარეობს ჰემორაგიული არასტაბილურობა, რაზედაც ვსაუბრობდით დასაწყისიდანვე. სურვილისა და დიდი იმედის გათვალისწინებით, მოხდა ის, რაც არავის გვინდოდა და სამწუხაროდ, პროცესები განვითარდა ისე, რომ სწრაფად დაეცა ის სასიცოცხლო მაჩვენებლები, რომელმაც გამოიწვია, საბოლოო ჯამში, ეს დიდი ტრაგედია.

მთელი გულით ვუსამძიმრებ მთელ ქართველ ხალხს, ამ უმძიმეს დანაკარგს, რომლის მსგავსიც არ მახსენდება ჩემს სიცოცხლეში. ეს მართლაც უმძიმესი ტრაგედიაა, უმძიმესი დანაკარგია, სხვანაირი იქნება ხვალიდან საქართველო. მართლაც ძალიან გაგვიჭირდება ყველას, ჩვენი უსაყვარლესი პატრიარქის გარეშე, “- განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, ილია მეორე 93 წელის ასაკში გარდაიცვალა