კავკასიის მედიცინის ცენტრში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ჯანმრთელობისთვის პარაკლისი აღევლინა. ღვთისმსახურება, საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ, წმინდა სინოდის წევრებსა და სამღვდელოებასთან ერთად აღასრულა.
ცნობისთვის, 17 მარტს, ღამით, "კუჭიდან მასიური სისხლდენით" კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე კლინიკაში გადაიყვანეს. ის კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტშია, სადაც აცხადებენ, რომ ჯანმრთელობის მაჩვენებლები "არასტაბილური და საყურადღებოა".










