სხალთის ეპისკოპოსმა, მეუფე სპირიდონმა ხიჭაურში, ივერიის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძარში, ივერიის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატის დღესასწაულზე წირვა -ლოცვა ჩაატარა. რომლის დასრულების შემდეგ იქადაგა.
სასულიერო პირმა ტელეკომპანია „მთავარი არხს" , ტვ „პირველს" და „ფორმულა“   "სატანის მიკროფონი" უწოდა და სინანულისკენ მოუწოდა. "მთავარი არხი, ტვ პირველი და ფორმულა და კიდევ ზოგიერთები - ეს არის სატანის მიკროფონი. ამიტომ ვევედროთ დედა ღვთისმშობელს და უფალს, მოიქცენ ისინიც, მოტრიალდნენ, ღმერთმა მადლი მისცეთ ძალიან დიდი და სინანული მისცეთ ძალიან დიდი და უფალმა აღადგინოს დიდი ივერია", - განაცხადა ეპისკოპოსმა ქადაგებისას.