ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძარში საკვირაო ლიტურგია საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ილია მეორის ტახტის მოსაყდრემ,მეუფე შიომ აღავლინა.წირვა-ლოცვის დასრულების შემდეგ მეუფე შიომ იქადაგა.მისი თქმით თუ შინაგანად არ გაქვს ნამდვილი ქრისტიანობა, უფალი შენს თხოვნას არასდროს შეასრულებს ან მოგცემს მხოლოდ მინიმალურს, რადგან მისი შვილები ვართ, თუმცა დიდ მადლს, დიდ წყალობას არასდროს მოგცემს.
"დიდი სიყვარული, ღრმა სარწმუნოება, დიდი სიმდაბლე და საკუთარი უღირსების შეგრძნება, ეს არის საწინდარი იმისა, რომ ღმერთმა ჩვენი თხოვნა შეგვისრულოს. ჩვენთან ხშირად არის მიღებული, წადი მოიარე 12 ეკლესია ან ფეხშიშველი სადღაც იმოგზაურე, ან რაღაც რიტუალები შეასრულე, ჩვენ გვავიწყდება და ხშირად გვგონია, რომ მართებულია და სწორი რიტუალებით ცხოვრება, ღმერთს ჩვენსკენ განაწყობს, ეს ასე არ არის.
რაც არ უნდა მართებულად გარეგნულად ეს შეასრულო, თუ შინაგანად არ გაქვს ნამდვილი ქრისტიანობა, უფალი შენს თხოვნას არასდროს შეასრულებს, ან მოგცემს მხოლოდ მინიმალურს, რადგან მისი შვილები ვართ, თუმცა დიდ მადლს, დიდ წყალობას არასდროს მოგცემს. ამაზე უნდა დავფიქრდეთ ძვირფასო დებო და ძმებო, რამე ხომ არ არის ჩვენს ცხოვრებაში ისეთი, რაც უნდა შეცვალოთ",-განაცხადა მეუფე შიომ.




