ამის შესახებ ბოდბის მიტროპოლიტმა მეუფე იაკობმა ქადაგებისას განაცხადა.
"[აქციის მონაწილეებს] ორი მოთხოვნა აქვთ, დაინიშნოს ხელახალი არჩევნები და გათავისუფლდნენ პოლიტიკური თუ სინდისია პატიმრები. რამ გამოიწვია ეს პატიმრები? იქნებოდა პატიმრები, უაზრო ბრძოლა რომ არ დაგეწყო? მთელი იმპერიები რომ დადგნენ, ყველას გასაგონად ვამბობ, მაინც ჩვენ გავიმარჯვებთ, ქართველები.
რომ დავრბივართ, ვნების გარდა რა არის ეს, დუჟმორეულებმა ხომ არ უნდა ვირბინოთ. ხომ უნდა იყვნენ თქვენთან ისეთი ადამიანები, უცხოელების პირით რომ არ მელაპარაკებოდნენ. რა შეფასებას გაძლევენ თქვენ ისინი, პატივს გცემენ? სად ჩადიხართ, ვის ხვდებით. ვის უყვარს ის ადამიანი, ვისაც თავის სამშობლო არ უყვარს. კი მიგიღებს [ უცხოელი] მაგრამ არასდროს ხელს არ შეგიწყობს, გინდაც მოგიყვანოს [ ხელისუფლებაში] მერე რაღაცას დაგავალებს.
ღვთის საყვარელი ქვეყანა ვართ და რა უფლება გაქვს რომ მიშლი ცხოვრებას.
დავფიქრდეთ რა, ცუდია ეს ყველაფერი, თორემ მე რომ მცოდნოდა რომ მშვიდობიანი იყო ეს აქცია და მშვიდობიანი ხალხი ეცემათ, ნამდვილად ჩავერეოდი, დავიცავდი მათ."