ამის შესახებ მეუფე იაკობმა ბოდბის ტაძარში ქადაგებისას განაცხადა.

,, მსოფლიოს მასშტაბით, ვინც გვადევნებდნენ თვალს, ამბობდნენ რომ ქართველ ხალხს და ქართველ ახალგაზრდობას არ უნდა ეგ რუსული კანონი და ამიტომ ჩვენ ვდგავართ ქართველ ხალხის გვერდითო. 
ზოგი აცხადებს, რომ რასაც ვაფინანსებდით, აღარ დავაფინანსებთ, მაგალითად  არც ტრაქტორების პროგრამას, არცა სამედიცინო პროგრამებს, არაფერს და სამოქალაქო  სეტორს და მედია საშუალებებს გადავცემთო. 


მე ვფიქრობდი, ერთი გონიერი კაცი თუ მაინც იქნებოდა ან სამოქალაქო სექტორში ან სხვაგან, რომ ეთქვა ჩვენს ხალხს ჩვენ გამო ნურაფერი ნუ მოაკლდება, ჯობია ჩვენ დავიჩაგროთ და ხალხს არ მოაკლდეს არაფერიო. 
მაგრამ მსგავსი არაფერი მომხდარა, გაუხარდათ რა, ითვლიდნენ 10 მილიონი, 20 მილიონი, 50 მილიონი... 
მერე ჯარის 30 მილიონიანი პროგრამა იყო და ვაჩერებთო ამასო, ამ თანხასაც სამოქალაქო სექტორს და მედია საშუალებებს მივცემთო. 
ავღანეთში ყველაზე მეტი  ჯარისკაცით ჩვენ ვიყავით წარმოდგენილი, ერაყი იყო კიდევ და მივდიოდით. 
რუსეთი სხვას რას აკეთებდა, ტოტლებენის ჯარი ხომ გახსოვთ, რუსეთთან რაღაც ხელშეკრულება რომ დავდეთ. მასეთი ხელშეკრულება გვაქვს დღეს ევროპასთან თუ ამერიკასთან. 
რუსმა რა გაგვიკეთა, კი დაგეხმარებით, დაგეხმარებითო და მერე შეგვატოვა. რომ შეგვატოვა, მერე მეფობაც გააუქმა საქართველოში, ეკლესიასაც ავტოკეფალია წაართვა და ისევ ეკლესია იყო პირველი, რომელმაც საქართველოს შეახსენა რომ საქართველო საქართველოა და ავტოკეფალია გამპოვტაცეთ  რუსებს და მერე გავხდით თავისუფლები, დამოუკიდებლობა მერე მოვიპოვეთ.
ამიტომ ეკლესიაზე აუგის ლაპარაკი, ერეკლე მეფეზეც ცუდი ლაპარაკი რატომ დაიწყეს - დღესაც აი რის წინაშე ვდგავართ, თუ მე ნატოს მისიებში ვიყავი, ჩემთან რომ აჩერებ რაღაც პროგრამას, რა გინდა სასომხეთში რომ მიდიხარ ,,ოდეკებეს,, და ,,ესენგეს,, წევრია, მოლდოვა ,,ესენგეს,, წევრია, რომ ეხმარები მასე.
მე მინდა ამის გამო, დიდი მადლობა გადავუხადო ამერიკის შეერთებულ შტატებს, ევროკავშირს და ნატოს, იმიტომ რომ დაგვანახეს, თუ როგორ ხალხს უჭერენ მხარს.
თქვენ როგორ გგონიათ, მაგ ხალხთან ბოლომდე დაიჭერენ საქმეს? რა თქმა უნდა, არ დაიჭერენ... სომხეთში უნდა ჩატარდეს ის წვრთნები? ჩატარდეს. ჩვენ, ქართველები ერთადერთი ერი ვართ, მტრებისთვისაც რომ ცუდი არ გვინდა. "