ალბათ უშუალოდ კათალიკოსმა იცის რა თქვა და რატომ თქვა - ამის შესახებ ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა გრიგოლმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც კათოლიკოს-პატრიარქის მიერ, მიხეილ სააკაშვილის მისამართით დაწერილ წერილს გამოეხმაურა.

"მაპატიეთ, მე კომენტარს ვერ გავაკეთებ პატრიარქის სიტყვებზე. ალბათ უშუალოდ კათალიკოსმა იცის რა თქვა და რატომ თქვა" - აღნიშნა მეუფე გრიგოლმა.


შეგახსენებთ, რომ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ  საქართველოს მესამე პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს წერილი მისწერა.

"ბატონო მიხეილ, გულითად მადლობას გიხდით აღსაყდრების დღის მოლოცვისათვის, მეც გილოცავთ დაბადების დღეს და დამდეგ შობა-ახალ წელს.

გისურვებთ ჯანმრთელობას, მხნეობასა და, პირველ რიგში, ღვთის შეწევნას თქვენს სულიერ ძალთა განსამტკიცებლად და ჭეშმარიტი სხვა რეალობის შესაცნობად", - წერია მიხეილ სააკაშვილისთვის ილია მეორის სახელით გაგზავნილ წერილში, რომელიც 2022 წლით არის დათარიღებული.