შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველებმა მდინარე ლიახვში მოზარდის ცხედარი იპოვეს.
"აიპრესს" საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში ცხედრის პოვნის შესახებ დაუდასტურეს.
მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები, დამატებითი დეტალები ამ დროისთვის უცნობია.
შეგახსენებთ, გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ოკუპირებულ ცხინვალის ტერიტორიაზე მდინარე ლიახვმა მოზარდი გაიტაცა, რომელსაც ნიქოზთან, კაშხლის სიახლოვეს ეძებდნენ.