მაშველების ბრძოლა რელიქვიების გადასარჩენად
1555413068
პარიზის ღვთისმშობლის ტაძრიდან ამ წუთებშიც გრძელდება უნიკლაური რელიქვიების გამოტანის პროცესი. სახანძრო სამსახურის მთავარი ხელმძღვანელის განცხადებით, ყველა კერა ჩამქრალია და ტაძრის მთავარი სტრუქტურა გადარჩენილი.
ასევე, გადარჩენილია უნიკალური რელიქვიები, რომელსაც ლუვრში გადაიტანენ. მათ სორის ქრისტეს ეკლის გვირგვინი და წმინდა ლუის ტუნიკა.
პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში ცეცხლი 15 აპრილს გაჩნდა. წინასწარ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, აალება სარესტავრაციო სამუშაოების დროს მოხდა. ხანძრის შედეგად განადგურებულია ტაძრის სახურავის 2/3 ნაწილი.
პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის წარმომადგენლებიამბობენ, რომ ხანძარი ტაძარში არსებულ რელიქვიებს არ შეხებია.
პარიზის ღვითსმშობლის ტაძარი აშენებულია XII-XIV საუკუნეებში. გოთიკური საკათედრო ტაძარი საფრანგეთის მთავარი ღირსშესანიშნაობაა, რომელსაც ყოველწლიურად მილიონობით ტურისტი სტუმრობს. ის კუნძულ სიტეზე მდებარეობს, რომელსაც პარიზის ცენტრში მდინარე სენას ორი ტოტი ქმნის. ტაძარში ინახება ქრისტიანობის ერთ-ერთი მთავარი რელიქვია – ქრისტეს ეკლის გვირგვინი. ასევე, ტაძარში წარმოდგენილია მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი ორღანი.
ფრანგი მილიარდერი, ბიზნესმენი ფრანსუა-ანრი პინო მზადაა, რომ პარიზში ხანძრის შედეგად დაზიანებული ღვთისმშობლის ტაძრის აღსადგენად 100 მილიონი ევრო გამოყოს.
ფოტო, რომელიც ამ ნიუსს თან ახლავს, ფრანგმა მომხმარებლებმა გაავრცელეს სოციალურ ქსელებში. იქედან გამომდინარე, რომ ინფორმაციული ნაკადი საკმაოდ დიდი იყო და ყველა ფოტომასალის გადამოწმების საშუალება არ მოგვეცა, ჩავთვალეთ, რომ გუშინდელი ტრაგედიის ამსახველი კადრები იყო. თუმცაღა, აღინიშნა ისიც, რომ ეს იტალიაში მომხდარი მიწისძვრის დროს გადაღებული ფოტოა. ნებისმიერ შემთხვევაში, ფოტოზე ასახული ფაქტი, დამოკიდებულება კულტურული ძეგლებისადმი, არცერთ ადამიანს არ ტოვებს გულგრილად.
"ხანძრის სალიკვდაციო სამუშაოებში თითქმის 400 მეხანძრე იყო ჩართული. შედეგად, ორი პოლიციელი და მეხანძრე დაშავდა”,- ნათქვამია განცხადებაში.