დღეს, ესპანეთში, კანარის კუნძულებზე, საკრუიზო გემ MV Hondius-იდან მგზავრების ევაკუაცია დაიწყო, სადაც "ჰანტავირუსის" შტამი გავრცელდა.
მედიის ინფორმაციით, ბორტზე მყოფი 140-მდე მგზავრი და ეკიპაჟის წევრები ასიმპტომურები არიან. პირველი 14 ესპანელი მგზავრი უკვე ჩაფრინდა მადრიდში, სადაც სამხედრო ჰოსპიტალში სავალდებულო კარანტინს გაივლიან.
გემი ტენერიფედან როტერდამისკენ გაემართება, სადაც სრული დეზინფექცია ჩაუტარდება.
ცნობისათვის, აპრილის დასაწყისიდან დღემდე ინფიცირების 8 შემთხვევა დაფიქსირდა, მათ შორის 3 ადამიანი გარდაიცვალა.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია (WHO) და ექსპერტები აცხადებენ, რომ ეს არ არის ახალი პანდემიის დასაწყისი. ვირუსი მხოლოდ ძალიან ახლო კონტაქტით გადადის, ამიტომ გლობალური რისკი დაბალია.








