ასე აფასებს კავკასიის საკითხებში ექსპერტი მამუკა არეშიძე "აიპრესთან" რუსთაველის გამზირზე პარლამენტთან მიმდინარე მოვლენებს.
მამუკა არეშიძე "აიპრესთან" აცხადებს, რომ ხორავას ქუჩაზე №51 სკოლის მოკლული მოსწავლის, დავით სარალიძის მამის, გატაცების იმიტაცია იგეგმება.
"ჩემამდე მოვიდა ხმები და ვიცი, რომ რაღაც ჯგუფი მუშაობს პანკისელებთან იმისთვის, რომ საბოლოო ჯამში მოხდეს ზაზა სარალიძის გატაცების მცდელობა და ეს ყველაფერი დაბრალდეს პანკისის მაცხოვრებლებს.
და ვინმე ფიქრობს, რომ პანკისელები ამას დათანხმდებიან?
ბუნებრივია არ თანხმდებიან, თუმცა მარგინალი ყველგან გამოჩნდება, პანკისელი იყოს ან თბილისელი. არ არის გამორიცხული რომ ვიღაც ადამიანები ამ საქმეში გამოიყენონ. იმისთვის რომ აწიონ ვნებათაღელვა მიტინგზე, და იმისთვის რომ რაღაც რაოდენობის ხალხი შეაგროვონ რამდენიმე ათეული ათასი. თუმცა, ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ პანკისელების ძირითად ნაწილთან არაფერი გამოუვათ. მაგრამ, არ გამოვრიცხავ, რომ ამას სერიოზულად გეგმავდნენ. სარალიძე იქნება თუ მიტინგის სხვა მონაწილე, მე მოვუწოდებდი დაფიქრდნენ ამაზე და არ აყვნენ მსგავს პროვოკაციას.
მე ვაფრთილებ, ყურადღებით იყვნენ ამ მიართულებით, იმიტომ რომ ჩვენც ვიცით ამის თაობაზე, რომ ასეთი ლაპარაკი პანკისში არის. რაღაც ჯგუფი ამაზე იქ მუშაობს. ეს ძალინ სახიფათო თემაა და გამოიწვევს ჯაჭვურ რეაქციას. იმ შედეგს ვერ მიიღებს ამის დამგეგმავი, რა შედეგიც უნდა, მაგრამ, სამაგიეროდ კიდევ ერთხელ მოხდება პანკისის ხეობის დისკრედიტაცია. რა თქნა უნდა პანკისელები ამას არ დაუშვებენ, მაგრამ მარგინალების, ბანდიტების, ყაჩაღების და შემსრულებლების პოვნა ყოველთვის შეიძლება. პანკისის ხეობაშიც, თბილისშიც, ვერაზეც, და მთაწმინდაზეც. მე მაქსიმალურად მინდა, რომ ქისტებს არაფერი შეეხოთ. იმიტომ რომ ეს არის ვაჟკაცი ხალხი და მიუხედავდ იმისა, რომ გარკვეული უხერხული თემები იყო წლების განმავლობაში, საბოლოო ჯამში ეს არ ნიშნავს იმას, რომ პანკისი არის ყაჩაღების და მამაძაღლების თავშესაფარი!
ეს თემა უნდათ გამოიყენონ იმ კონტექსტში, რომ მაჩალიკაშვილია ამ საქმეში ჩართული, ის უბედური მამაა, რომელმაც ვერ იპოვა სამართალი და ცდილობენ ტვინი აურიონ, მაგრამ ზუსტად ვიცი, პანკისელების ძირითადი ნაწილი ამაზე არ წამოეგებიან.
როგორ შეაფასებთ რუსთაველის გამზირზე მიმდინარე მოვლენებს?
გუშინდელი საღამოს მერე, როცა პოლიტიკური პარტიები გამოჩდნენ, ჩემთვის ეს აქცია რომელიც სარალიძის თემით იყო საინტერესო, საერთოდ გაუფასურდა, რადგან გასაგები გახდა, რომ ამ ორი ადამიანის უბედურებას მავანი პოლიტიკური ძალები სათავისოდ იყენებენ.
მე ვთვლი, რომ მთავრობის გადაყენებაზე კი არ უნდა იყოს ლაპარაკი, პირიქით, ასეთ მდომარეობაში მყოფი ხელისუფლება უნდა ვაიძულოთ მაქსიმალური გააკეთოს ამ გახმაურებული საქმეების გამოძიების თვალსაზრისით და მოაშოროს სამართალდამცავ სტრუქტრას და პროკურატირას ის ხალხი, ვინც წლების განმავლობაში ხელს უშლიდა", - აცხადებს მამუკა არეშიძე "აიპრესთან".