23-26 ივლისს, თბილისის ეთნოგრაფიული მუზეუმი ფესტივალ Art-გენს მასპინძლობდა. წელს, ფესტივალმა მაყურებელს განახლებული ფორმატი შესთავაზა. თანამედროვე ქართული მუსიკის პროგრამის ნაწილში, თითოეული საფესტივალო დღის დასასრულს ორი დასკვნითი კონცერტი გაიმართა.
23 ივლისს, ფესტივალის Art-გენი 2026 პირველი დღე “სუხიშვილების” კონცერტით გაიხსნა, ხოლო საღამოს მეორე დასკვნითი კონცერტით თემურიკო დიასამიძე & მეგობრები წარსდგა. 24 ივლისს, ფოლკლორული პროგრამის შემდგომ საფესტივალო დღე Tamada-ს და ბენდ „ჩვენებურების“ კონცერტებით გაგრძელდა. მეორე დღის ფინალური კონცერტი კი, ნინო ქათამაძემ გამართა. 25 ივლისს, სცენა “ფრანს“ და REGGAEON-ს დაეთმო. 26 ივლისს „Art-გენი 2026“ ნიაზ დიასამიძე 33ა-ს კონცერტით დაიხურა.
ლუდი „ნატახტარი“ ტრადიციულად, ფესტივალის მხარდამჭერი იყო. ღონისძიებაზე მისულ სტუმრებს ლუდი „ნატახტარი“ მასპინძლობდა, რაც ერთად ყოფნის წუთებს უფრო სასიამოვნოს ხდიდა.
„Art-გენი ქართული ფოლკლორის პოპულარიზაციის ყველაზე მნიშვნელოვანი პროექტია, რომელმაც ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში ბევრი უნიკალური ტრადიცია, სიმღერა და შემსრულებელი აღმოაჩინა და ფართო საზოგადოებას გააცნო. ფესტივალი მუდმივად ვითარდება და მხოლოდ კონცერტები არ არის - ის რეგიონებში ექსპედიციებს აწყობს, ეძებს მივიწყებულ ტრადიციებს, ოჯახებსა და შემსრულებლებს, შემდეგ კი მათ ფართო აუდიტორიას აცნობს. Art-გენი ჩემი ცხოვრების ნაწილად იქცა და ვფიქრობ, რომ აღარ გაჩერდება, სანამ ძალა გვექნება. მას მომავალი თაობაც აუცილებლად გააგრძელებს“, განმარტავს ფესტივალის ერთ-ერთი დამფუძნებელი სოლომონ გოგაშვილი.
„ივლისის ბოლოს, ტრადიციული “შეკრების ადგილი” არის ეთნოგრაფიული მუზეუმი და ფესტივალი Art-გენი. ლუდი „ნატახტარი“, რა თქმა უნდა, აგრძელებს ქართული კულტურის მხარდაჭერას, რაც ჩვენი კომპანიისთვის კორპორაციული პასუხისმგებლობის ნაწილია. რაც შეეხება Art-გენს, განსაკუთრებული ფესტივალია და უმნიშვნელოვანესი როლი აქვს ქართული ტრადიციული და თანამედროვე კულტურის პოპულარიზაციაში. ჩვენ გვეამაყება, რომ ნამდვილ ქართულ ფესტივალზე მოსულ სტუმრებს წელსაც ნამდვილი ქართული ლუდით ვმასპინძლობთ,“ - - აღნიშნავს „ეფეს საქართველოს“ საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი ქეთი ჟვანია.
დასკვნით კონცერტებამდე დღის განმავლობაში ფესტივალზე მოეწყო ქართული რეწვის გამოფენები, სხვადასხვა რეგიონის ფოლკლორული კონცერტები, ქართული სამზარეულოს კუთხეები, სადეგუსტაციო სივრცეები. ფოლკლორულ პროგრამაში მონაწილეობდნენ ანსამბლები „ურმული“ და „მარგალეფ“. პროგრამის ნაწილი დაეთმო ინოლა გურგულიას სიმღერებს, რომელიც მისი ოჯახის წევრებისგან შემდგარმა დუეტმა, თამუნა თოლორდავას და დათო შუღლიაშვილის მონაწილეობით შეასრულა.
ფესტივალი „Art-გენი“ 2004 წელს დაფუძნდა. წლების განმავლობაში, Art-გენმა მთელი საქართველოს მასშტაბით, უნიკალური ეთნოგრაფიული მასალები მოიკვლია და დააარქივა. მათ შორის, დაკარგვის პირას მყოფი ნიმუშები. ამასთან, ფესტივალმა ბევრი ახალი ანსამბლის, ჯგუფის და მუსიკოსის ჩამოყალიბებასა და განვითარებას შეუწყო ხელი. ცოცხალი და საავტორო მუსიკის პოპულარიზაციის ფარგლებში მისი დამსახურებით, არაერთი ნიჭიერი მუსიკოსი და ბენდი გაიცნო ფართო აუდიტორიამ. ფოლკლორის, ქართული რეწვის და თანამედროვე, საავტორო ცოცხალი მუსიკის პოპულარიზაციის გარდა, ფესტივალი განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს რეგიონულ განვითარებასა და ქვეყნისთვის ისტორიულ-კულტურული თუ ტურისტული თვალსაზრისით, მნიშვნელოვანი ადგილების პოპულარიზაციას.




