ამ ეტაპისთვის გადამუშავებულია 35 ათას ტონაზე მეტი ყურძენი, მათ შორის უფრო მეტი თეთრი - შეიძლება ითქვას, რომ რთველი აქტიურ ფაზაშია, - განაცხადა „ქრონიკაში“ ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ ლევან მეხუზლამ. 

„სხვა წლებთან შედარებით, წელს რთველი ადრე დაიწყო. უნდა აღინიშნოს, რომ როგორც ჩანს, კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებით ვეჩვევით იმას, რომ აგვისტოს შუა რიცხვებიდან იკრიფება ყურძენი, ეს ყურძენი გათვლილია იმ ღვინოებისთვის, რომელსაც შედარებით ნაკლებად მწიფე ყურძენი სჭირდება. სექტემბრის დადგომასთან ერთად რთველი იკრებს ძალას და ქტიურ ფაზაში შედის“, - აღნიშნა მეხუზლამ.