არავინ გვეკითხება ჩვენ არც ნატოში და არც ევროკავშირში შესვლას. ჩვენი გამოყენება უნდათ მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ გავხდეთ რუსეთის ომის თანამონაწილე, - განაცხადა ბიზნესმენმა ლევან გაჩეჩილაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“.
„ვთვლი, რომ დღევანდელი ხელისუფლების პოზიცია არის სრულიად მართალი. დამთავრდება უკრაინაში ომი და მერე „დავთვალოთ წიწილები“. ნახავთ, როგორი წარმატებული ხელისუფლება იქნება და როგორი მშვიდობა დაისადგურებს აქ. არავინ გვეკითხება ჩვენ არც ნატოში და არც ევროკავშირში შესვლას. ჩვენი გამოყენება უნდათ მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ ჩვენ გავხდეთ რუსეთის ომის თანამონაწილე. რამდენჯერ ჩვენ ეს გავაკეთეთ, იმდენჯერ ადამიანებიც და ტერიტორიაც დავკარგეთ. ამიტომ, ეს ასე არ გამოვა. ჩვენ ახლა ქვეყანას ვერ დავკარგავთ ჩვენ მოგვცენ ჩვენი აზროვნებისა და ფიქრის უფლება“, - აღნიშნა ლევან გაჩეჩილაძემ.