ლეღვთახევის ხეობაში მდინარე ადიდდა. ამ ეტაპზე სიტუაცია დაკვირვების ქვეშაა და კონტროლირებადია.როგორც კი წყლის დონე ჩვეულ ნიშნულს დაუბრუნდება, დაიწყება გაწმენდითი სამუშაოები.
შეგახსენებთ, რომ უხვმა ნალექმა დედაქალაქში პრობლემები შექმნა. თბილისის მერია უხვ ნალექსა და ძლიერ წვიმასთან დაკავშირებით განცხადებს ავრცელეს:
უხვმა და ინტენსიურმა ნალექმა დედაქალაქში პრობლემები შექმნა. ამ დროის მონაცემებით, ძლიერი წვიმის შედეგად, დაიტბორა ქუჩები, სარდაფები, მეტროსადგურები - "რუსთაველი" და "ვაჟა-ფშაველა".
განსაკუთრებით დიდი რაოდენობის ნალექი შეინიშნებოდა თამარაშვილის გამზირზე.
საბურთალოს რაიონში, ჩიქოვანის ქუჩაზე დაზიანდა გაზსადენი მილი, რის გამოც მოხდა მიმდებარე კორპუსში მცხოვრები მოსახლეობის ევაკუაცია. ამ წუთებში მიმდინარეობს ქსელის აღდგენა.
საგანგებო რეჟიმში მუშაობენ თბილისის მერიის შესაბამისი სამსახურები, ასევე, დედაქალაქის გამგეობები.
"თბილსერვის ჯგუფის" მიერ იწმინდება გზები და წესრიგდება ქუჩები.
ყველა პრობლემურ მონაკვეთზე მობილიზებულია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური და საპატრულო სამსახური.
ცხელ ხაზზე შემოსულ ზარებზე ხდება მყისიერი რეაგირება. საჭიროების შემთხვევაში მოქალაქეებს შეუძლიათ ისარგებლონ მერიის ცხელი ხაზით - 032 2722222








