ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერი ნოდარ გიორგიძე, მოადგილე რევაზ კიკნაველიძესთან და საკრებულოს თავმჯდომარე გურამ კიკნაველიძესთან ერთად, ქალაქ ბაღდათის პირველ და მეორე საბავშვო ბაღებს ესტუმრა.
მერმა საბავშვო ბაღის აღსაზრდელებს, აღმზრდელებს და მშობლებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცა და წარმატებები უსურვა.
2026-2027 სასწავლო წელს, ბაღდათის მუნიციპალიტეტის მასშტაბით საბავშვო ბაღებში 516 აღსაზრდელია რეგისტრირებული.
საბავშვო ბაღებში პატარების სააღმზრდელო პროცესისთვის საჭირო გარემოა უზრუნველყოფილი. - ინფორმაციას ბაღდათის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.








