ჩუღურეთის რაიონის ტერიტორიაზე ჩეჩელაშვილის ქუჩის მიმდებარედ (კუკიის სასაფლაოზე) გრუნტის დამჭერი კედელი ჩამოინგრა.
ადგილზე იმყოფებიან ჩუღურეთის რაიონის გამგეობის თანამშრომლები.
შეგახსენებთ, რომ უხვმა და ინტენსიურმა ნალექმა დედაქალაქში პრობლემები შექმნა. ამ დროის მონაცემებით, ძლიერი წვიმის შედეგად, დაიტბორა ქუჩები, სარდაფები, მეტროსადგურები- "რუსთაველი" და "ვაჟა-ფშაველა". განსაკუთრებით დიდი რაოდენობის ნალექი შეინიშნებოდა თამარაშვილის გამზირზე.
საბურთალოს რაიონში, ჩიქოვანის ქუჩაზე დაზიანდა გაზსადენი მილი, რის გამოც მოხდა მიმდებარე კორპუსში მცხოვრები მოსახლეობის ევაკუაცია. ამ წუთებში მიმდინარებს ქსელის აღდგენა.საგანგებო რეჟიმში მუშაობენ თბილისის მერიის შესაბამისი სამსახურები, ასევე, დედაქალაქის გამგეობები. "თბილსერვის ჯგუფის" მიერ იწმინდება გზები და წესრიგდება ქუჩები. ყველა პრობლემურ მონაკვეთზე მობილიზებულია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური და საპატრულო სამსახური. ცხელ ხაზზე შემოსულ ზარებზე ხდება მყისიერი რეაგირება. საჭიროების შემთხვევაში მოქალაქეებს შეუძლიათ ისარგებლონ მერიის ცხელი ხაზით- 032 2722222









