კახეთში, ერთ-ერთ მუნიციპალიტეტში, არასრულწლოვანის გაუპატიურების ბრალდებით 70 წლამდე ასაკის მამაკაცი დააკავეს.
"აიპრესის" ინფორმაციით, დაკავებული მამაკაცი ტაქსის მძღოლია.
შსს-ს ცნობით, ბრალდებული დაკავებულია და გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლით, რაც გაუპატიურებას გულისხმობს და სისხლის სამართლის კოდექსის 138-ე მუხლით, რაც სექსუალური ხასიათის ძალმომრეობითი მოქმედება დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ გულისხმობს.









