„ქართული ოცნების“ პოზიციას ვიზიარებ, გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენს ქვეყანას ახლა ყველაზე მეტად მშვიდობა სჭირდება- ამის შესახებ სამგზის ოლიმპიურმა ჩემპიონმა, ლაშა ტალახაძემ საქართველოს პრეზიდენტის მიერ ოლიმპიელებისა და პარალიმპიელების დაჯილდოების ცერემონიალის შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა.
„მნიშვნელოვანია ყველა გამარჯვების შემდეგ შენი ქვეყნისგან, გულშემატკივრისგან დაფასება. ვფიქრობ, ეს მე და თითოეულმა ჩვენგანმა ღირსეულად დავიმსახურეთ .
ვთვლი, რომ დღევანდელი ხელისუფლება და პრეზიდენტი ხალხის სამსახურში არიან. შეიძლება უხეშად გამოვიდეს, თუმცა ეს მოვალეობაც არის, როდესაც შენი ქვეყნის წარმომადგენელი წარმატებას აღწევს მას ჯილდო უნდა გადასცე. მადლობა ქალბატონ პრეზიდენტს ამ ჯილდოსთვის, ნამდვილად დასაფასებელია.
„ქართული ოცნების“ პოზიციას ვიზიარებ, გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენს ქვეყანას ახლა ყველაზე მეტად მშვიდობა სჭირდება, - განაცხადა ლაშა ტალახაძემ.