ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერი ალექსანდრე სარიშვილი "რუსთავი 2"-თან საუბრისას აცხადებს, რომ რაიონში სტიქიის შედეგად 10მდე სახლი დაიმეწყრა, ამ დრომდე კი დაკარგულად მე-4 კლასელი ბავშვი ითვლება. 

"ჯიხანჯირში ეძებენ მოზარდს, მე-4 კლასელი ბავშვია დაკარგული, სახლი ჩაიტანა მეწყერმა. დაახლოებით 10 სახლია მუნიციპალიტეტში მეწყერიდან ჩატანილი და დანგრეული. დანარჩენზე ინფორმაციას მოგაწვდით.

მთელი ღამე წვიმა არ გაჩერებულა, ახლაც წვიმს.

მეწყერი ძალიან ბევრ ადგილზეა ჩამოწოლილი. ტექნიკის მობილიზაციას ვაკეთებთ, რომ დაიწყოს წმენდა. რამდენიმე ადგილზე უკვე დაწყებულია წმენდა. ცენტრალური გზები და შიდა სასოფლო გზები, ბევრ ადგილზეა მეწყერი ჩამოწოლილი," - აცხადებს ლანჩხუთის მერი.