ქვემო ქართლის სატყეო სამსახურის თანამშრომლებმა ბოლნისი-დმანისის სატყეო უბანზე ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინეს.

ადგილობრივი მკვიდრის   მიმართ, რომელმაც რცხილას სახეობის საშეშე მერქანი უკანონოდ მოიპოვა, შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი.

ავტოსატრანსპორტო საშუალება დაილუქა, ხოლო უკანონოდ მოპოვებული ხე-ტყე, გადატანილია ბოლნისის „საქმიან ეზოში“.

აღსანიშნავია, რომ ბუნებრივი რესურსებით უკანონო სარგებლობის პრევენციის, გამოვლენისა და აღკვეთის მიზნით მონიტორინგი, რეგიონული სატყეო სამსახურების თანამშრომლების პატრულირებასთნ ერთად, სახელმწიფო ტყეში განთავსებული ვიდეოხაფანგებისა და დრონების საშუალებითაც ხორციელდება.