"კანონი და სამართლის" დამფუძნებელი თაკო ჩარკვიანი "ქართული ოცნების" წევრ ქეთი დუმბაძეს მორიგ პოსტს უძღვნის, სადაც მას ადანაშაულებს იმაში, რომ "გავრილოვის ღამე" არ გაუპროტესტებია, დღეს კი ნიკა მელიას სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტას უჭერს მხარს.
"პასუხი ვნახე ქეთი დუმბაძისა ჩემს თხოვნაზე, რომ ნიკა მელიას დაჭერაზე ხელი არ მოეწერა.
სამწუხაროა , რადგან ჩემო ქეთი ვერ გააანალიზე რომ 20 ივნისს სახელმწიფოებრიობას შეუქმნა საფრთხე ხელისუფლებამ და საკანონმდებლო ორგანოს პირველ სავარძელში კომუნისტი გავრილოვი ჩასვა, ამით ოკუპანტ რუსეთს მიანიშნა , რომ “ტერიტორიებდაგლეჯილ” საქართველოში შესაძლებელია კონსტიტუციის დარღვევა და კომუნისტი გავრილოვის მიერ საკანონმდებლო ორგანოში სხდომის წაყვანა, რაც შენგან განსხვავებით ( სამწუხაროდ) ახალგაზრდებმა “ამისტებმა” და “იმისტებმა” გააპროტესტეს და პროტესტის გამო ხელისუფლებამ ხალხს თვალები დასთხარა", - წერს თაკო ჩარკვიანი.
  თუმცაღა, ქეთი დუმბაძე ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც გავრილოვის ღამე იმ დღესვე გააპროტესტა და მას ხარაკირი უწოდა. ამის შესახებ  ინფორმაცია, მაშინ ჩვენთანაც გამოქვეყნდა. “ხარაკირი ქართული სიტყვაა და მას გავრილოვის ქართულ პარლამენტში ჯდომა ჰქვია” – ასე გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტში მიმდინარე მოვლენებს ცნობილი ქართველი მწერლის ნოდარ დუმბაძის ქალიშვილი ქეთი დუმბაძე.