მესამე პრეზიდენტის ადვოკატის, შალვა ხაჭაპურიძის თქმით, არსებობს გონივრული ეჭვი, რომ კვლევებს ხელისუფლება სააკაშვილის წინააღმდეგ გამოიყენებს და ეცდებიან დაამტკიცონ, თითქოს სააკაშვილს სიცხეები ტუბერკულოზის გამო აქვს. რაც შეეხება გუშინდელ სხდომაზე გამოკითხულ "ვივა მედის" მედიკოსს, ადვოკატი ამბობს, რომ თამარ აბაშიძემ ერთ დღეში "ოცნების" პროპაგანდა ჩამოანგრია.
„ეს არის წვრილმანი რეპრესიული ზომები და ფიქრობენ, რომ ამით გატეხენ მას. და მეორე, ლიმბახის ლაბორატორიაშია რაღაც ანალიზები დანიშნული. ჩვენ დღეს მოგვივიდა პასუხები, რომ წარმოადგინეთ სააკაშვილის ნებართვაო და მე დღეს წარვადგენ. თვითონ „ვივამედს“ აქვს დანიშნული და არ გამოვრიცხავთ, რომ შეიქმნა რაიმე ლაბორატორიული კვლევები, რომლითაც იტყვიან, რომ 38 სიცხე მაქვს მას იმიტომ, რომ თურმე ტუბერკულოზი ჰქონია ფარულიო. საქართველოში ტარდება ეს კვლევა, ჩვენ გვაქვს ეს ინფორმაცია და ამას პრევენციის მიზნით ვაკეთებ, ამიტომ, იმედი მაქვს, ამ განცხადების მერე, ვინც ეს სპეცოპერაცია დაგეგმა, თავს შეიკავებენ“, - ამბობს ხაჭაპურიძე.