"კავკასუს ონლაინმა" დღეიდან ახალი ტარიფები აამოქმედა, რომელიც განსხვავდება დაანონსებული ცვლილებებისგან, რაც 1 მარტიდან უნდა ამოქმედებულიყო. 

1 მარტისთვის დაანონსებული ცვლილებების თანახმად, ოპტიკურ-ბოჭკოვანი ინტერნეტის ფასები იყო:  10მბ/წმ ფასი 25 ლარი, 30მბ/წმ ფასი 35 ლარი, 50მბ/წმ ფასი 45 ლარი და 100მბ/წმ ფასი 100 ლარი უნდა ყოფილიყო.

დღეის მდგომარეობით, ოპტიკურ-ბოჭკოვანი ინტერნეტით მომსახურებაზე ფასები შემდეგნაირად გამოიყურება: ოპტიმალი 10მბ/წმ - 27 ლარი. ექსპრესი 30 მბ/წმ - 37 ლარი. ექსტრიმი 50 მბ/წმ - 50 ლარი. ინფინიტი 100 მბ/წმ - 100 ლარი. DSL ტექნოლოგია 3 მბ/წმ მაქსი 8 მბ/წმ - 70 ლარი.

კავკასუს ონლაინში ტარიფების ცვლილება საქართველოში შექმნილ ეკონომიკურ მდგომარეობას დაუკავშირეს. აღსანიშნავია, რომ ფასები აღნიშნულ მომსახურებაზე რამდენიმე კვირის წინ სილკნეტმაც გაზარდა.