სამების საკათედრო ტაძარში, საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის ილია მეორეს უკანასკნელად მიბრძანების კადრებს, სოციალურ ქსელში არქიმანდრიტი იოვანე მჭედლიშვილი ავრცელებს.

„უკანასკნელად უწმიდესი სამების საკათედრო ტაძარში 23 ნოემბერს მობრძანდა. როდესაც ტაძრიდან მიბრძანდებოდა, დაცვას უბრძანა: „კარი გააღეთ, ხალხმა დამინახოსო“. ცოტა ხანში მანქანა მეორედ გააჩერებინა და ნათლობის ორგანიზატორებთან ერთად ჩვენც გაგვახარა. ეს კადრები იმ საღამოს გადავუღე; მას შემდეგ აღარ მინახავს... ბოლოს კლინიკაში, მის უკანასკნელ დღეს ვნახე, შემდეგ კი მოხდა ის, რაც მოხდა... მძიმეა, თუმცა შეხვედრის იმედი მუდამ მექნება.“