თბილისის მერმა, კახა კალაძემ სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ მორიგი ვიდეომიმართვა გამოაქვეყნა, სადაც ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე ისაუბრა.
კახა კალაძემ მადლობა გადაუხადა შსს-ს იმ საფრთხეების თავიდან არიდებისთვის, რაც რადიკალური ოპოზიციის მიერ იყო დაგეგმილი.
„ვხედავთ, რა პროცესები მიმდინარეობს ქვეყანაში. დადასტურდა, რომ იყო სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა. ჩვენ ვიხილეთ აგრესიული ჯგუფები, რომლებიც იმართებოდნენ იმ პოლიტიკური პარტიებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან, რომლებიც გარედან ფინანსდებოდნენ.
მინდა, შსს-ს თითოეულ თანამშრომელს, მინისტრ ვახტანგ გომელაურს გადავუხადო მადლობა იმისთვის, რომ ქვეყანას აარიდეს ძალიან დიდი უბედურება", - განაცხადა კახა კალაძემ.