„ის ძარცვავდა ქართულ ჯარს, შემდეგ უკვე გადავიდა ევროპელი პენსიონერების გაუბედურებაზე“, - ასე შეაფასა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ დავით კეზერაშვილის საქმიანობა და აღნიშნა, რომ ე.წ. რადიკალებმა სტრასბურგის სასამართლოში ყველა საქმე წააგეს. 

„ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს იმაზე, რომ კეზერაშვილი არის ჩვეულებრივი ყაჩაღი. ის ძარცვავდა ქართულ ჯარს, შემდეგ უკვე გადავიდა ევროპელი პენსიონერების გაუბედურებაზე. ჩვენ  ვიხილეთ კონკრეტული ფაქტები, მიმდინარეობს საერთაშორისო გამოძიებაც აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით. ასევე, დიდი უბედურება არის ის, რომ ეს მოპარული თანხები, სხვადასხვა გზით, ხმარდებოდა ტელევიზიებს, ტელევიზიის თანამშრომლებს და პოლიტიკური პროცესების კრიმინალიზაციას, რომ დაეძაბათ ყველაფერი, მომხდარიყო შეტაკებები, აგრესია, რაც კატეგორიულად მიუღებელია. ყველა სარჩელი, რომელიც ამ რადიკალების მიერ იყო გაგზავნილი სტრასბურგის სასამართლოში, წააგეს. ეს მეტყველებს იმაზე, რომ ჩვენ ვმოქმედებთ კანონის და კონსტიტუციის ფარგლებში“, - განაცხადა კახა კალაძემ.

შეგახსენებთ, იუსტიციის სამინისტრო: ევროსასამართლომ დადასტურდა, რომ დავით კეზერაშვილმა თავდაცვის მინისტრობის დროს გაფლანგა ქართული ჯარისთვის განკუთვნილი სახელმწიფო ბიუჯეტი და მის მიმართ პოლიტიკურ დევნას ადგილი არ ჰქონია