„ლიბერალური ფაშიზმი, რომელიც ჩვენს საზოგადოებაში სხვადასხვა ფორმით არის წარმოდგენილი, ერთად დგომით უნდა დავამთავროთ“, - ასე ეხმაურება ჟურნალისტებთან საუბრისას თბილისის მერი სოციალურ ქსელში სპეცრაზმელების ვინაობისა და ფოტოების გავრცელების ფაქტებს.
კახა კალაძე აცხადებს, რომ ამ ადამიანების მისამართით წარმოუდგენელი ზეწოლა და შეურაცხყოფა ხდება, რაც კატეგორიულად მიუღებელია.
„ეს ფაშისტების ხელწერაა. ეს ლიბერალური ფაშიზმი, რომელიც ჩვენს საზოგადოებაში სხვადასხვა ფორმით არის დღეს წარმოდგენილი, ჩვენ ყველა შემთხვევაში ერთად დგომით უნდა დავამთავროთ. კატეგორიულად მიუღებელია, რომ როდესაც ვიღაცას სხვა მოსაზრება აქვს ამა თუ იმ საკითხზე, ამ ფორმით აბულინგებდე, შეურაცხყოფას აყენებდე, უვარდებოდე. უამრავი ადამიანი არის ასეთი ბულინგის მსხვერპლი. ბევრი ვერ უძლებს, თუმცა ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ეს ბულინგი დასრულდეს. უამრავი შემთხვევაა სოცმედიაშიც, განცხადებების დონეზეც, წარმოუდგენელი ზეწოლა და შეურაცხყოფა ხდება ამ ადამიანების მიმართ“, - აღნიშნა კახა კალაძემ.