თბილისის მერმა კახა კალაძემ მედიასთან შესაბამისი კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომ პაატა ბურჭულაძის სურვილი დინამოს სტადიონზე ღონისძიების მოწყობასთან დაკავშირებით თბილისის მერიის მისამართით უადგილოა, რადგან აღნიშნული სტადიონი კერძო საკუთრებაა.
„დინამო არენა არის საკუთრებაში გადაცემული და მერია რა შუაშია ღონისძიების ორგანიზებასთან. შემდეგი განცხადება კიდევ უფრო საოცრება იყო, თითქოს თბილისი ს მერიამ უნდა გადაუხადოს პაატა ბურჭულაძეს ფული. მე გადავუხდი ფულს არა დინამოს, არამედ მინი სტადიონის დასაქირავებლად“, - განაცხადა კახა კალაძემ.
შეგახსენებთ, პაატა ბურჭულაძემ 4 ოქტომბრის ყრილობასთან დაკავშირებით განაცხადა - მივმართავთ ქალაქის მერიას, რომ სთხოვოს რომან ფიფიას და გადაგვიხადოს დინამოს სტადიონის დაქირავების თანხა, სად გვაქვს ჩვენ იმის თანხა, რომ კიდევ სტადიონების ფულები ვიხადოთ, ქალაქმა უნდა გააკეთოს ეს