მეგობრებო, ჩვენს ძალიან ნიჭიერ ბავშვებს - ანასტასია ვასაძეს, ნიკოლოზ ხარატს და ოთო ბაზერაშვილს, რომლებიც საბავშვო ევროვიზიაზე წარმოადგენენ საქართველოს, ჩვენი მხარდაჭერა სჭირდებათ. - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ  "ლაივ" ჩართვაში განაცხადა და მოქალაქეებს ხმის მიცემისკენ მოუწოდებს. 

მათი გამარჯვება ჩვენი გამარჯვებაა, ამისთვის საჭიროა გავერთიანდეთ ყველა. დავუდგეთ გვერდით პატარებს ჩვენი ქვეყნის სახელით წარმატების მოპოვებაში. 

მინდა გთხოვოთ, ყველას, აქ დაიზაროთ, იაქტიურეთ და მიეცით ხმა ევროვიზიის გვერდიდან დღეს და ხვალ. (vote.junioreurovision.tv

წარმატებები და გამარჯვება საქართველოს. " - ამბობს კალაძე. 

საბავშვო ევროვიზიაზე საქართველოს წარმომადგენელი ანასტასია და „რანინა“ 26  ნოემბერს Palais Nikaïa-ს სცენაზე მე-10 ნომრად წარდგება.

24 ნოემბრის 23:00 საათიდან კი საბავშვო ევროვიზიის ოფიციალურ ვებგვერდზე vote.Junioreurovision.tv ხმის მიცემა დაიწყო.