ჯანდაცვის მიმისტრმა მიხეილ სარჯველაძემ, შინაგან საქმეთა მინისტრთან გეკა გელაძესთან ერთად გუდაურში, შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად დაღუპულთა
ხსოვნას პატივი მიაგო. ადგილზე, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას ტრაგიკულად დაღუპულ მფრინავებს, მაშველებსა და ექიმებს სულის მოსახსენებელი პარაკლისი გადაუხადეს. 

მინისტრებთან ერთად, გუდაურში, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ხელმძღვანელი ნიკოლოზ ჩიქოვანი, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეები, საგანგებო სიტუაციების მართვის
ცენტრის ხელმძღვანელი თემურ მღებრიშვილი, ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერი ბაკურ ავსაჯანიშვილი, ოჯახის წევრები, მეხანძრე - მაშველები, სამხედროები და სასაზღვრო პოლიციის მფრინავები იმყოფებოდნენ. 
ტრაგიკული შემთხვევა 2022 წლის, 29 ივლისს, გუდაურთან მოხდა.


სამაშველო ოპერაციისას, სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენმა კატასტროფა განიცადა, რის შედეგადაც ბორტზე მყოფი 8 ადამიანი - ექიმები, შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის მფრინავები და საგანგებო
სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველები დაიღუპნენ. სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპული მფრინავები და მაშველები სამხედრო პატივით დაკრძალეს.