ჯანდაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე, სამედიცინო სფეროში, წამყვანი საერთაშორისო კლინიკებისა და უნივერსიტეტების პროფესორებსა და ექსპერტებს შეხვდა. მათ შორის იყო ბრიუსელის თავისუფალი უნივერსიტეტის ინტენსიური თერაპიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ბარონი ჟან-ლუის ვინსენტი, რომელმაც თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით, პაციენტისთვის გაუმჯობესებული სერვისის მიწოდებაზე გაამახვილა ყურადღება.

შეხვედრაზე, მხარეებმა საქართველოსა და საერთაშორისო საზოგადოებას შორის თანამშრომლობის გაძლიერების მნიშვნელობაზე ისაუბრეს.

ჯანდაცვის მინისტრის განმარტებით, მსგავსი ტიპის თანამშრომლობა ხელს შეუწყობს საქართველოში სამედიცინო სექტორის კიდევ უფრო განვითარებას.

შეხვედრის მონაწილეებმა სამედიცინო განათლების, პროფესიული განვითარების, პაციენტთა მოვლის მეთოდების გაუმჯობესების, რეანიმაციული პაციენტების მართვის და სხვა საკითხების მიმართულებით ერთმანეთს გამოცდილება გაუზიარეს.