ჩემთვის ძალიან ძვირფასო ადამიანებო ჟურნალისტებო,🙏იცოდეთ განსაკუთრებულია ჩემი დამოკიდებულება თქვენდამი, იმ თანადგომის გამო რასაც გამოხატავთ ჩვენი ოჯახის მიმართ, მაპატიეთ რომ სატელევიზიო კომენტარს ვერ ვაკეთებ, მძიმე ეომოციური ფონის გამო, დავწერ ყველაფერს ❤️ - ამის შესახებ სოციალურ ქსელში თბილისში მოკლული 22 წლის ნიკო კვარაცხელიად დედა, იზა ომაძე სოციალურ ქსელში წერს.
"კითხვაზე თუ რას ნიშნავს წარწერები , რომელიც დღეს გამოჩნდა ქალაქში, და ეძღვნება თუ არა ნიკო კვარაცხელიას, გეტყვით რომ დიახ! მას ეძღვნება, ძალიან მაგარმა ახლაგაზრდებმა მხარში დგომა გამოუცხადეს ნიკოს იდეას და დააფიქსირეს რომ მომავალს ნამდვილად ვერავინ ვერ გაექცევა, დიახ მომავალი ნამდვილად პროგრესულად მოაზროვნე ახალგაზრდებისაა… არა კაცთ კვლას! 🙏 დიახ არა ღალატს და არა ყველა დროის შეუმდგარობას!!!🙏 დიდი მადლობა ახალგაზრდებო, მეც მქონდა იდეა, გრაფიტით ანჯაფარიძის ქუჩაზე კედლის მოხატვისა, მაგრამ… ღვთის შეწევნით გავა დრო და ნიკო ამასაც შეძლებს." - წერს იზა ომაძე.   2022 წლის 1 ივნისს თბილისის საქალაქო სასამართლომ ძმებ გუგა და დათა კაკულიებს აღკვეთის ღონისძიების სახედ პატიმრობა შეუფარდა ნიკო კვარაცხელიას დედამ ძმებ კაკულიებზე 2022 წლის 30 მაისს “ფეისბუქში” დაწერა: დააკავეს ჩვენი შვილის მკვლელობის საქმეში დამკვეთებად დასახელებული ძმები   შეგახსენებთ, 22 წლის ნიკო კვარაცხელიას ჯგუფურად განზრახ მკვლელობაში ბრალდებულ ჭელიძეს 17 წლით, ხოლო კაველაძეს 16 წლით პატიმრობა მიესაჯა