იუსტიციის სახლი განცხადებას ავრცელებს. მასში ნათქვამია, რომ გლობალური ტექნიკური ხარვეზის გამო იუსტიციის სახლის ფილიალებში შეფერხებულია სერვისების გაცემის პროცესი. 

"გაცნობებთ, რომ გლობალური ტექნიკური ხარვეზის გამო იუსტიციის სახლის ფილიალებში შეფერხებულია სსიპ "საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს", სსიპ "აღსრულების ეროვნული ბიუროს“ და სსიპ "საქართველოს ნოტარიუსთა პალატის" სერვისების გაცემა; ასევე, სანოტარო ბიუროებში შეფერხებულია სანოტარო სერვისების გაცემა. ხარვეზის აღმოსაფხვრელად მიმდინარეობს ინტენსიური სამუშაოები. სერვისების გაცემის პროცესის განახლებისთანავე ინფორმაცია განთავსდება იუსტიციის სახლის ოფიციალურ Facebook გვერდზე. ბოდიშს გიხდით შეფერხებისთვის!" - წერია გავრცელებულ განცხადებაში.