საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალურის დირექტორის, ირაკლი ქარქაშაძის განცხადებით, კიოლნიდან საქართველოში მიმართულებით სუბსიდირებულ სამ დამატებით რეისზე ბილეთების გაყიდვა ხვალიდან დაიწყება.
მისივე თქმით, რეისები პირველ და ორ ივლისს შესრულდება.
„მინდა, წარმატებები ვუსურვო საქართველოს ნაკრებს და დარწმუნებული ვარ, ერთი თამაშით არ შემოვიფარგლებით. ჩვენ, საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ პრემიერის დავალებით, უზრუნველვყავით ჯგუფური ეტაპისათვის 42 რეისი ჯამში თბილისიდან და ქუთაისიდან. უკვე პლეი ოფისთვის, ახალი თამაშისთვის დავამატეთ შვიდი ჩარტერულო რეისი. ოთხი უკვე გაყიდვაშია, ხოლო სამი რეისი, გამოფრენა პირველ და ორ ივლისს დაემატება ხვალიდან tkt.ge-ზე. მოთხოვნა არის ძალიან დიდი და ვცდილობთ, მაქსიმალურად დავაკმაყოფილოთ. დარწმუნებული ვარ, როგორიც წინა თამაშებზე, ანალოგიური შემართებით დავუდგებით ჩვენს გუნდს გვერდით და ჩვენ გავიმარჯვებთ“, – განაცხადა ქარქაშაძემ.
ცნობისთვის, საქართველო-ესპანეთის მერვედფინალურ მატჩზე დასასწრებად ქომაგებისთვის სუბსიდირებულ ოთხ ჩარტერულ რეისზე ბილეთების შეძენა დღეს დაიწყო. ფრენები კიოლნის მიმართულებით 29 და 30 ივნისს შესრულდება. ერთი გზის ღირებულება, წინა სუბსიდირებული რეისების მსგავსად, 195 ევროს შეადგენს.