ციხეში ნაჯდომი, ნაწამები ვარ სააკაშვილის მიერ და ივანიშვილის მიერაც, მაგრამ რომ მომკლათ, ამნისტიის წინააღმდეგი ვერ ვიქნები, - ამის შესახებ მწერალმა, ირაკლი კაკაბაძემ „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.

„როგორც 8 გზის პატიმარი და ახლა კიდევ ბატონმა ბიძინამ ინება და მანქანაში დამატყვევა ჰაერის გარეშე, ამნისტიის წინააღმდეგ წასვლა ძალიან გამიჭირდება - მე თვითონ ციხეში ნაჯდომი და ნაწამები ვარ სააკაშვილის მიერ და ივანიშვილის მიერაც. საშინელებაა ეს პოლიციური სისტემა, რომელიც შევარდნაძის დროიდან მოგვდევს და არ შემწყდარა.
 სოლიდარობის ნიშნად ძალიან გამიჭირდება ახლა ვთქვა, რომა რ გამოუშვათ ვიღაც, გინდაც იყოს პოლიტიკური დამნაშავე, ან არაპოლიტიკური. ცხადია, უნდა მოხდეს გაცხრილვა. რომ მომკლათ, ვერ ვიქნები ამნისტიის წინააღმდეგ, იმიტომ, რომ მე თვითონ ვარ ტყვე,“ - ამბობს ირაკლი კაკაბაძე.